სპეციალურ საკარანტინო ზომებს ბათუმში არ ვაცხადებთ და ქალაქის ჩაკეტვაზე საუბარი არაა - პრემიერი

02 სექტემბერი 2020, 11:29 6560 ნახვა

გიორგი გახარიას განცხადებით, ბათუმის ჩაკეტვასა და იქ სპეციალური საკარანტინო ზომების გამოცხადებაზე საუბარი არ არის. პრემიერმა აღნიშნული განცხადება უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

„მოგეხსენებათ, რომ ბათუმში დაფიქსირებული შემთხვევებიდან 22 ადამიანი გვყავს კვების ობიექტიდან. დღეს ბათუმში კონცენტრირებულია საკმაოდ მაღალი რაოდენობა ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც ისვენებენ და აქ ყურადღებაა გასამახვილებელი, გასაძლიერებელია ტესტირება ბულვარში და სხვადასხვა წერტილში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი