ავსტრიული მედიის ინფორმაციით ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

02 სექტემბერი 2020, 10:53 1291 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ავტრიული ''შტურმის'' ნახევარმცველს ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ავსტიული მედიის ინფორმაციით, კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ ფილიპ ჰუსპეკს და ოთარ კიტეიშვილს დაუდასტურდა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა კიტეიშვილი უახლოესი გასამართი მატჩებისთვის გამოიძახა , თუმცა შემდგომ მისი სხვა ფეხბურთელით ჩანაცვლება მოუწია. ოფიციალური ინფორმაციით, კიტეიშვილი ტრამვის გამო ვერ ჩამოვიდა , თუმცა ოთარის ტრამვის შესახებ ავსტიული მედია ინფორმაციას არ ავრცელებს. sturmnetz.at-ის ინფორმაციით დაინფიცირებული ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ, თუმცა გუნდისგან განცალკევებით არიან. აქამდე პროფესიონალ ქართველ სპორტსმენთა შორის კორონავირუსი მხოლოდ ufc-ს მებრძოლს გიგა ჭიკაძეს დაუდასტურდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი