კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია 

01 სექტემბერი 2020, 11:27 1370 ნახვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 14 ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება, რვა შემთხვევა შემოტანილია, ხოლო ერთის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ინფიცირებულთა კვლავ 83%-ს შეადგენს, კოვიდ-ცენტრებში კი 230 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

​''დაგვემატა ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა, განაწილება ასეთია: 14 პაციენტის წყარო არის კონტაქტი ინფიცირებულ პირებთან, 8 შემთხვევა გახლავთ შემოტანილი და აქედან 5 არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი. მხოლოდ ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა  წყაროს დადგენის თვალსაზრისით და კონტაქტების მოძიება გრძელდება. 

გამოჯანმრთელების რაოდენობა 13 გაიზარდა. კოვიდცენტრებში მკურნალობს 230 პაციენტი, აქედან კრიტიკული პაციენტია სამი, მძიმე კი 21. დანარჩენის პაციენტების სიმძიმე საშუალო და მსუბუქია. 

ჩვენთან ახალი პაციენტი არ შემოსულა, გამოჯანმრთელდა ორი. დღეის მონაცემებით 9 პაციენტი გვყავს. ერთი კრიტიკულად მძიმეა'' - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი