ბათუმში, ნურის ტბაზე შარშან მწყობრიდან გამოსული შადრევანისთვის ახალი დანადგარი ამ დრომდე არ შეუძენიათ. ტბაზე დამონტაჟებული შადრევანი წყალში ჟანგბადის ზრდასა და სასიცოცხლო მაჩვენებლის კლებას უშლიდა ხელს. ახლა, ტბა პარალელური მოწყობილობით, წყალქვეშა კომპრესორების საშუალებით მდიდრდება ჟანგბადით. ასევე იწმინდება მექანიკურად, რის შედეგადაც ტბა წელს დადებით ბალანს ინარჩუნებს.