ნაც-მოძრაობის დროს აჭარაში 4 მლნ კვ.მ მიწა 1 ლარად გასხვისდა

31 აგვისტო 2020, 16:00 1360 ნახვა

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქობულეთი წამყვან, წარმატებულ ტურისტულ დანიშნულებად ჩამოყალიბდეს, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას. მისი განმარტებით, ქობულეთს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს და ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი კეთდება დარგის ხელშეწყობისთვის. 

"ჩვენი ხელისუფლების დროს ქობულეთში დაიწყო და ბიძგი მიეცა ახალ რეალურ პროექტებს. ქობულეთი გახდება საერთაშორისო ბრენდების ქალაქი.

წინა ხელისუფლების დროს, დიადი ინვესტიციების და ფასადური აღმშენებლობის სახელით 4 მილიონ კვ.მ-ზე მეტი ტერიტორია გასხვისდა აჭარაში და დაახლოებით 1 ლარად გაიყიდა აღნიშნული მიწის ნაკვეთები. მათ თავი ვერ შეიკავეს და 1 ლარად გაყიდეს ჩვენი გმირი წინაპრების, იუნკერების საფლავი. თუმცა, ჩვენ ამ ყველაფერს 2012 წელს, ჩვენი ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის  ხელმძღვანელობით, ერთხელ და სამუდამოდ დავუსვით წერტილი. 

ჩვენ, ყველანი ვფიქრობთ აწმყოზე და, კიდევ უფრო მეტს მომავალზე. ვფიქრობთ როგორი იქნება ხვალინდელი დღე. თუმცა, ამ ყველაფერს უნდა ანალიზი, ამ კითხვებს სჭირდება პასუხის გაცემა, რომ მომავალში არავის არ მოუვიდეს აზრად მსგავსი პრაქტიკის მობრუნება. 
ქობულეთს აქვს უდიდესი ტურისტული პოტენციალი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქობულეთი წამყვან, წარმატებულ ტურისტულ დანიშნულებად, მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს ქობულეთელ გლეხს, ფერმერს, როგორც ციტრუსის რეალიზაციაში, ასევე სხვა მოსავლის რეალიზაციაში. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გაგრძელდეს როგორც სუბსიდირების პროგრამები, ასევე მოხდეს საექსპორტო ბაზრების მაქსიმალური დივერსიფიცირება" - განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში