ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელების დღე აღნიშნეს

31 აგვისტო 2020, 14:37 1226 ნახვა

ავღანეთში, I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა მშვიდობისმყოფელების დღე აღნიშნეს. ღონისძიება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მემორიალთან გაიმართა.

ქართველმა და კოალიციური ჯარების სამხედრო მოსამსახურეებმა სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი