რესან კონცელიძე - დამსახურებული ბათუმელია, რომელმაც მთელი თავისი მოღვაწეობით დაადასტურა, რომ სიმართლის და სამართლის მსახურია, რომელიც შეძლებს ჩვენი ქალაქი გახადოს კიდევ უფრო უსაფრთხო და მაღალი ტრიბუნიდან დაიცვას თითოეული ბათუმელის ინტერესი - ამიტომაც გააკეთა ჩვენმა გუნდა მასზე არჩევანი - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მისი თქმით, ასევე განსაკუთრებული დამსახურებისთვის შეირჩა ტიტე აროშიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად, - მან თავის ეფექტური ხელი დაატყო სოფლის მეურნეობის განვითარებას და დარწმუნებული ვარ იგივე წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას აჭარის უმაღლეს საბჭოში - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნების" კანდიდატების წარდგენისას.