დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებადამცველი და მისი ძმა თორნიკე მამალაძე ამბობენ, რომ საპატრიარქო გიორგი მამალაძის დასჯას აგრძელებს. ამჯერად ჭყონდიდის ეპარქიაში მღვდელმონაზონ ანდრიასა და მამა ათეოგენეს მღვდელმსახურების უფლება შეუწყვიტეს. თორნიკე მამალაძე დარწმუნებულია, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება, რადგან ამ დროის განმავლობაში სწორედ ეს მღვდელმსახურები შედიოდნენ გიორგი მამალაძესთან საპყრობილეში.
ვიზიტის უფლებას კი საქართველოს საპატრიარქო გასცემდა. შესაძლოა დეკანოზი ზიარების გარეშე დარჩეს. უფლებადამცველი ამბობს, რომ ეს მის კონსტიტუციურ უფლებებს არღვევს. ოჯახის ინფორმაციით, კი დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და გაცემული რეკომენდაციებით შესაბამისი მკურნალობა არ უტარდება.
ჩვენ საქართველოს საპატრიარქოსაც დავუკავშირდით, თუმცა სასულიერო პირებს ორი მღვდელმსახურისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.