ბათუმის ''დინამო'' დღეს ისრაელის ‘’ჰაპოელ ბერ-შევას‘’ დაუპირისპირდება 

27 აგვისტო 2020, 10:08 1831 ნახვა

დღეს ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის ‘’დინამო’’ ისრაელის ‘’ჰაპოელ ბერ-შევას‘’ დაუპირისპირდება.

მატჩში ისრაელში ჰამოშავას სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრას ლატვიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, მთავარი არბიტრის 36 წლის ალექსანდრ ანფრიენსის ხელძღვანელობით .

‘’ბერ-შევამ’’ ბოლო შეხვედრა 22 აგვისტოს ისრაელის თასის ეგიდით გამართა და ჰაინფას ‘’მაკაბი’’ მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა.

ბათუმის ‘’დინამოსა’’ და ‘’ბერ-შევას’’ შორის შეხვედრა თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.

დღეს კიდევ ორი ქართული კლუბი გამოვა ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე. თბილისის ‘’საბურთალო’’ გასვლაზე კვიპროსში ‘’აპოლინ ლიმასოლს’’ შეხვდება. ეს შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. მესამე ქართული კლუბი თბილისის ‘’ლოკომოტივი’’ საკუთარ მოედანზე რუმინულ ‘’უნივერსიტეა კრაიოვას’’ დაუპირისპირდება. ეს მატჩი კი 21:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში