სასმელი წყლისა და წყალარინების პრობლემა სოფლებში და მათი მოგვარების გზები

26 აგვისტო 2020, 13:27 1267 ნახვა

სასმელი წყლისა და წყალარინების პრობლემა 8 სოფელში მოგვარდება. ესენია: ხულოში: ოქრუაძეები, დუაძეები და ქვედა ვაშლოვანი, შუახევში: სოფელი ქვედა ტბეთი, ხელვაჩაურში: კირნათი და ქობულეთში: მუხაესტატე. აჭარის სოფლებსა და დაბებში წყლისა და წყალარინების პროგრამას „აჭარის წყლის ალიანსი“ საერთაშორისო დონორების დაფინანსებით ახორციელებს.

სოფლებს პროექტების ორგანიზატორები  ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებით არჩევენ. პროგრამა აჭარაში 50-მდე სოფელსა და დაბას მოიცავს. იგი 2023 წელს უნდა დასრულდეს და მისი  ღირებულება 59, 5 მილიონი ლარია. პროექტის მხარდამჭერები KFW  ბანკი და ევროკავშირია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი