კინოთეატრები 15 სექტემბერს გაიხსნება, თეატრები კი მუშაობას პირველ ოქტომბერს დაიწყებენ 

26 აგვისტო 2020, 12:15 1504 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კინოთეატრები 15 სექტემბერს გაიხსნება, თეატრები კი მუშაობას პირველ ოქტომბერს დაიწყებენ. მოქალაქეებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. ისინი წარმოდგენებს პირბადით დაესწრებიან.

დღეს გამართულ ბრიფინგზე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, რომ სპექტაკლები უწყვეტად, შესვენების გარეშე უნდა გაიმართოს. 

''15 სექტემბრიდან ნებადართული ხდება კინოჩვენება, პირველი ოქტომბრიდან კი თეატრების ფუნქციონირება. ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციები შეიმუშავა. ზოგადი  მოთხოვნებია სკრინინგის განხორციელება და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. 5 კვადრატულ მეტრზე იქნება ერთი ადამიანი დაშვებული. ასევე თეატრებში პროცესის ხანგრძლივობა განისაზღვრა სამი საათით, ეს მოიცავს  შენობაში შესვლას, წარმოდგენის ნახვას და მის დატოვებას ამ ვადაში. სპექტაკლი უნდა გაიმართოს უწყვეტად. დაშვება მოხდება პირბადით, მაყურებლები კი თითო სკამის გამოტოვებით დასხდებიან'' - განაცხადა ბექა ფერაძემ.

კორონავირუსის პანდემიის გამო კინოთეატრების მუშაობა შეჩერებულია. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი