კორონავირუსი ''ჰავანას'' კლასტერიდან კიდევ ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა

26 აგვისტო 2020, 10:46 1715 ნახვა

აჭარაში covid-19-ის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ინფიცირებული ქობულეთს, კერძოდ კი კლუბ ''ჰავანას'' უკავშირდება და აღნიშნული კლასტერის კონტაქტია. ხოლო მეორე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი, ის მკურნალობის გასაგრძელებლად საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა. 

ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის 29 პაციენტი. სამედიცინო დაწესებულებიდან სხვა კლინიკებში სამკურნალოდ ორი პაციენტი გადავიდა. ერთი ინფიცირებული მცხეთაში, ხოლო მეორე თბილისში, რადგან აღნიშნული ქალაქების მკვიდრნი არიან.

''სატვირთო ავტომობილის ინფიცირებული მძღოლი გუშინვე გადაიყვანეს მეზობელ ქვეყანაში. დაგვემატა ერთი ახალი პაციენტი, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საკარანტინო სივრციდანაა. ის კლუბ ''ჰავანას'' თანამშრომელია და იმყოფებოდა კარანტინში. ასევე გუშინ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა, ორი კი სხვა კლინიკაში გადავიდა. დღეისათვის რჩება 29 პაციენტი, შვიდს აქვს პნევმონია, დანარჩენის მდგომარეობა სტაბილურია, გართულებების გარეშე მიმდინარეობს'' - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა გია კიკაბიძემ. 

უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში 776 ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი