საქართველოში კორონავირუსს კიდევ ერთი, მეცხრამეტე პაციენტი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ამ დროისთვის საქართველოში სულ 1429 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1150-ს შეადგენს.
დღეს, 25 აგვისტოს ქვეყანაში კოვიდინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.