საქართველოს პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა

24 აგვისტო 2020, 16:36 1769 ნახვა

საქართველოს პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია მიმდინარეობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ტელევიზიის ცხელ ხაზზე ბომბის არსებობის შესახებ ზარი შევიდა.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოფარგლული. 

არხის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს და ამ დროისთვის, შენობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში