აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის 4 მოქალაქეს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი სულ კვლევა 598 ადამიანს ცაუტარდა.
covid-19 დაუდასტურდა კარანტინში მყოფ სამ პირს, ერთი კი ქობულეთს უკავშირდება. ინფიცირებულია საოჯახო სასტუმროს მფლობელთან კონტაქტში მყოფი პირი.
პაციენტები რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ მიმღებ ცენტრში გადაიყვანეს. კლინიკაში ჯამში 30 პაციენტი მკურნალობს.
დღეს, 24 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.