მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23 მილიონს აჭარბებს

23 აგვისტო 2020, 12:58 1743 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 23 მილიონს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 800 000-ს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ვირუსი ამ დრომდე 23 205 000-ზე მეტ ადამიანს აღმოაჩნდა, ხოლო მათგან 804 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა. ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 15 მილიონს უახლოვდება.

დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში აშშ ლიდერობს. აქ ვირუსის 5.6 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და 176 000-ზე მეტი პირი გარდაიცვალა. მეორე ადგილზეა ბრაზილია 3.5 მილიონი ინფიცირებულით, ხოლო მესამეზე - ინდოეთი, სადაც კოვიდ-19 უკვე 3 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში