გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი კალათბურთში. შეჯიბრებაში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების 52 გუნდი მონაწილეობს. პირველ ეტაპზე, ეროვნული გვარდიისა და ჯარების ლოჯისტიკის უზრუნველყოფის სარდლობის 8 გუნდმა იასპარეზა. 2 გამარჯვებული გუნდი კი დასკვნით ეტაპზე იბრძოლებს.
გამარჯვებული გუნდი გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალ თასს მიიღებს, ხოლო საპრიზო ადგილის მფლობელები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდება. ფინალური თამაშის გარდა, ბათუმის ბულვარში სპეციალურად მოწყობილ მოედანზე, დაჭრილ - დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები პარა -კალათბურთში საჩვენებელ თამაშს გამართავენ.