ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები და სახლები დაიტბორა. გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის ამოტუმბვითი სამუშაოები, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სანიაღვრე წყლების სწრაფი გადინების მიზნით ზღვაში გამსვლელი ყველა არხი გახსნილია. მსგავსი მასშტაბის ნალექი ბათუმში თითქმის 1 წელია არ მოსულა.