პრესსპიკერი ამბობს, რომ ნავალნის სხვა კლინიკაში გადაყვანის უფლებას არ აძლევენ

21 აგვისტო 2020, 09:39 1396 ნახვა

ნავალნის პრესსპიკერი კირა იარმიში „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს. „მთავარმა ექიმმა თქვა, რომ ნავალნის ტრანსპორტირება არ შეიძლება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არასტაბილურია. გადაყვანაზე უარი და აკრძალვა ნიშნავს, რომ ალექსეის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ომსკის საავადმყოფოში დარჩენა აღჭურვილობის გარეშე, დიაგნოზის გარეშე, ამ მდგომაროებაში სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს“, – წერს ნავალნის პრესსპიკერი კირა იარმიში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში