ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება 18:00 საათამდე შეუწყდება

21 აგვისტო 2020, 12:03 1768 ნახვა

"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო დღეს წყალმომარაგება 18:00 საათამდე შეწყდება: ზედაღელის, მამია ვარშანიძის ქუჩებზე, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩიდან ხახულის ქუჩამდე.

კომპანიის ინფორმაციით,  წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი