აქტიური რეზერვის შესახებ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო

20 აგვისტო 2020, 18:36 1093 ნახვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რეზერვის პროგრამას განაგრძობს. საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები სხვადასხვა მეტროსადგურთან მოქალაქეებს შეხვდნენ და აქტიური რეზერვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სამხედრო მოსამსახურეებმა პროგრამით დაინტერესებულ პირებს რეზერვის პირობები დეტალურად გააცნეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებისათვის მისი მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ.ტერიტორიული რეზერვის შესახებ ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრები მოქალაქეებთან მომავალშიც გაგრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი