ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კვლავ რომან გოლოვჩენკო დანიშნა. პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებას ხელი გუშინ მოაწერა.
კიდევ ერთი ბრძანებულებით, ალექსანდრე ლუკაშენკომ მთავრობის წევრებიც დანიშნა. ახალ მთავრობაში პოსტი შეინარჩუნა ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრმა იური კარაევმა.