100-ზე მეტი ობიექტი რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა - ეკატერინე ტიკარაძე

20 აგვისტო 2020, 12:37 1287 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, შრომის ინსპექციამ შეიძინა ახალი ფუნქცია, თუ ობიექტი ვერ დამატებითი შემოწმების შემთხვევაში და ჯარიმის შემდგომაც ვერ აკმაყოფილებს იმ საჭირო მოთხოვნებს მისი დახურვის უფლება ექნება.

ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რომ მონიტორინგის შედეგად რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო 100-ზე მეტი ობიექტია დაჯარიმებული.

"შრომის ინსპექცია მუშაობს მხოლოდ იურიდიული პირების დაჯარიმებაზე რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებია​​. გვაქვს აქტიური მონიტორინგი და 100-ზე მეტი ობიექტი გვყავს დაჯარიმებული გამომდინარე იქიდან, რომ ისინი განმეორებითი შემოწმების შემთხვევაშიც ვერ აკმაყოფილებდნენ იმ საჭიროებებს, რომლებიც მითითებულია ჩვენი მხრიდან, რიგ შემთხვევებში იყო ბევრად უფრო მკვეთრი დარღვევები.

შრომის ინსპექციამ შეიძინა დამატებითი ბერკეტი, თუ ობიექტი დამატებითი შემოწმების შემთხვევაში და ჯარიმის შემდგომაც ვერ აკმაყოფილებს იმ საჭირო მოთხოვნებს, რომლებიც მითითებულია ჩვენი მხრიდან მას ექნება ლეგიტიმური უფლება მოახდინოს ობიექტის დახურვა"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში