აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

20 აგვისტო 2020, 10:56 1798 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში PCR ტესტი ჩაუტარდა 1235 პირს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

მათივე ცნობით, გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა ორმა პაციენტმა, ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს COVID დადებითი 25 პაციენტი.

"დღეის მდგომარეობით სტაციონალში გვყავს 25 პირი. სტაბილური ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაქვს, ქობულეთის  კაფე "ჰავანას" კლასტერთან დაკავშირებით სიტუაცია კონტროლირებადია. ყველა კონტაქტირებული პირი გვყავს იზოლაციაში, ყველას PCR დიაგნოსტიკა ჩატარებულია და ეს შემთხვევებიც ამ დიაგნოსტიკიდან არის გამოვლენილი. ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ გვქონია. ყველას მოვუწოდებთ დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და ისარგებლონ ჩვენი შეთავაზებით"-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი