პროფესიულ განათლებაზე შშმ პირთა ხელმისაწვდომობის მემორანდუმი

19 აგვისტო 2020, 10:45 1126 ნახვა

პროფესიულ განათლებაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობასა და  სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელმისაწვდომობის და ჩართულობის გაზრდას პროფესიულ განათლებაში.

მემორანდუმის ხელმოწერასთან ერთად, გამოცხადდა რეგისტრაცია პროფესიული მომზადების სამ ახალ კურსზე შშმ პირებისთვის. ესენია - სოციალური მედიის მართვა, მომსახურების სფერო და საოფისე საქმის წარმოება.

მოკლევადიანი კურსები სექტემბერში დაიწყება, დისტანციურად ჩატარდება და სრულად იქნება ადაპტირებული მონაწილეთა საჭიროებებზე. ახლო მომავალში იგეგმება ინგლისური ენის მოკლევადიანი კურსების შეთავაზებაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი