დღეს ფერისცვალებაა

19 აგვისტო 2020, 11:58 1002 ნახვა

დღეს მართლმადიდებლური ეკლესია მაცხოვრის ფერიცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით  ყველა მოქმედ ტაძარში ღვთისმსახურება  ტარდება, ტრადიციულად ტაძრებში ხილს აკურთხებენ. წირვა გაიმართა ბათუმის ღვთისმშობლის შობის  სახელობის  ეკლესიაშიც. 

მართლმადიდებლებისთვის ფერიცვალება 12 უდიდეს დღესასწაულს შორის ერთ-ერთია, ამ დღეს თაბორის  მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის პეტრეს,იაკობისა  და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.

სახარების თანახმად, მაცხოვარმა ფერიცვალება ინება  იმისთვის,რომ ცხადად ეჩვენებინა მოციქულთათვის და ყველა მორწმუნეებისთვის მომავალი ცხოვრების საიდუმლო.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში