საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან სამის ინფიცირების წყარო უცნობია

19 აგვისტო 2020, 11:14 982 ნახვა

"ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან ერთის ინფიცირების წყარო ლენჯერია, 4-ის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევებთან, 2 შემოტანილია, 3-ის წყარო კი უცნობია და გრძელდება კვლევები წყაროს დადგენის თვალსაზრისით"-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 3 აგვისტოდან დღემდე კორონავირუსი ჯამში 182 პირს დაუდასტურდა. ხოლო გამოჯანმრთელდა 139. მისივე თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევებიდან ჯამში დაახლოებით 10-ის ინფიცირების წყარო უცნობია.

მისივე თქმით კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 246 დადასტურებული შემთხვევა, მათგან კრიტიკულად მძიმეა 5, ხოლო მძიმეა 22, დანარჩენი კი ძირითადად საშუალო სიმძიმისაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში