შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების საქმის სასამართლო განხილვა იწყება

18 აგვისტო 2020, 10:34 1163 ნახვა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გაიმართება. ამით სასამართლო ექვსი არასრულწლოვნის საქმის არსებით განხილვას დაიწყებს. დღეს ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 ადამიანი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი