საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მან განცხადებით უკვე მიმართა არხის სამეურვეო საბჭოს წევრებს.
გადაწყვეტილებას მაღლაფერიძე სპეციალურ განცხადებაში, რომელსაც ავრცელებს, იმით ხსნის, რომ მოახლოებულ არჩევნებზე არხის ობიექტურიობასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში ვინმეს სხვადასხვა მიზნებიდან გამომდინარე, კითხვის ნიშნები არ დარჩეს.
მაუწყებლის პროფკავშირებში აცხადებენ, რომ განცხადებაში მოყვანილი მიზეზები მათთვის მიუღებელია და მეტ კონკრეტიკას ითხოვენ.