მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ დემონსტრაციები განახლდა

16 აგვისტო 2020, 20:11 1543 ნახვა

ბელარუსის საინფორმაციო პორტალის ტუტ-ბაის მონაცემებით, დღეს მინსკის ცენტრში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციაში სულ მცირე 200 ათასი ადამიანი შეიკრიბა.  მანიფესტაციაში მონაწილეობს არჩევნებზე პრეზიდენტ ლუკაშენკოს მთავარი მეტოქის, პრეზიდენტობის კანდიდატის სვეტლანა ციხანოვსკაიას თანაგუნდელი მარია კოლესნიკოვა. მან  საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები გამოაცხადა და თქვა, რომ „ლუკაშენკო უნდა გადადგეს, რადგან  ქვეყანა ძალადობაში ჩაახრჩო“.

პარალელურად კონტრაქცია გაიმართა დამოუკიდებლობის მოედანზე, სადაც თავის მხარდამჭერეებს სიტყვით მიმართა ბელარუსის პრეზიდენტმა. ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით,  ნატოს ხელმძღვანელობის მოწოდება, რომ  არჩევნები ხელმეორედ უნდა  ჩატარდეს, ბელარუსს, როგორც ქვეყანას, დაღუპავს. ის მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები უკვე შედგა. „შეუძლებელია 80 %-იანი შედეგებით არჩევნები გაყალბებული იყოს“ - განაცხადა ლუკაშენკომ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი