აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირი სამხედრო პატივით დაკრძალეს

15 აგვისტო 2020, 20:07 686 ნახვა

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო - უკვლოდ დაკარგული 2 სამხედრო პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვას  საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და ოფიციალური პირები ესწრებოდნენ, რომლებმაც დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და თანადგომა გამოუცხადეს.

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული და იდენტიფიცირებულია 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაღუპული 13 პირის ნეშტი, მათ შორის, 8 სამხედროს და 5 მშვიდობიანი მოქალაქის.  გადმოსვენებულ ნეშტებს, მათი ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაკრძალავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი