მესტიის მუნიციპალიტეტში გამოკვლეული 500-მოქალაქის ტესტი პასუხი უარყოფითია.- ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა.დღეს კიდევ 400-მდე ტესტის პასუხს ელოდებიან. სულ მესტიაში 3 121 ადამიანი გამოიკვლიეს. ცნობილია, რომ საკვები პროდუქტები მოსახლეობას შეუზღუდავად მიეწოდება. წითელი ჯვრის წარმომადგენლები დამატებით კონტეინერებს ელოდებიან.
საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები დაურიგდებათ შშმ პირთა ოჯახებსა და მარტოხელა ხანდაზმულებს.PSR ტესტირება და მოქალაქეთა თერმოსკრინინგი კი სხვადასხვა სოფელში გრძელდება.