ღამის კლუბები და ეპიდემიის საფრთხე

14 აგვისტო 2020, 20:09 878 ნახვა

პანდემიის პირობებში, ყველაზე მეტად, სადაც წესები მკაცრად უნდა დაიცვან, ხალხმრავალი შეკრებების ადგილებია.

ტურისტულ სეზონზე, ასეთი კლუბებია, სადაც ბევრი დისტანციის დაცვას საჭიროდ საერთოდ არ თვლის, მაშინ, როდესაც ეპიდემიოლოგები არაერთგზის გვაფრთხილებენ, კორონავირუსის საფრთხეზე.

დისტანციის დაუცველობის გარდა, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს გამოვლენილი აქვს შედგენილი აქვს ოქმები, რიგი ობიექტების მიმართ, სადეზინფექციო საშუალებების სიმცირესა და ჰიგიენური ნარჩენებისთვის გამოყოფილი თავდახურული კონტეინერების არარსებობაზე, ასევე ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე მყოფ დასაქმებულებზე.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში