ვინ მოკლა შაქარაშვილი გამოიკვეთა

11 აგვისტო 2020, 20:07 1486 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი, გამოძიებით კმაყოფილია და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ამასთანავე თვალყურს მიადევნებენ პროცესს, რომ არ მოხდეს მკვლელობაში ბრალდებულების ვადაზა ადრე პირობით, ან შეწყალებით გათავისუფლება. როგორი იყო 19 წლის ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო წუთები, ბრიფინგზე ცნობილი გახდა, დაღუპულს გაეკიდნენ, სასტიკად სცემეს და წყალში გადააგდეს. სწორედ, საქმეში ფიგურანტ "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს დაუმძიმდა ბრალი, მათ შორის ვახო ჩიქოვანს, რომელიც პროკურატურის ვერსიით, აგარაკზე შურისძიების მიზნით დაბრუნდა. საგამოძიებო ექსპერიმენტით დროის მონაკვეთი, როდესაც „ტოიოტა ქამრი“ მცხეთის მაგისტრალზე იმყოფებოდა, საკმარისი იყო განზრახვის სისრულეში მოყვანისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში