გიორგი შაქარაშვილის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს

11 აგვისტო 2020, 16:16 1648 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძამ სპეციალურ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ განაცხადა.

მირიან ნიკოლაძემ თქვა, რომ ოჯახი აღნიშნულ საქმეს ბოლომდე მიადევნებს თვალ-ყურს, არა მხოლოდ სასამართლოში.

"ოჯახი მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები მიცემულნი არიან პასუხისგებაში სწორად, მართებულად და სამართლებრივად. კონკრეტულად საუბარია "ტოიტა ქამრის" 5 მგზავრზე, ჩვენ რამდენჯერმე დავაფიქსირეთ პოზიცია მძღოლთან დაკავშირებით, არ ვიცოდით რა პოზიცია ჩამოყალიბდებოდა. საბოლოო ჯამში დადგინდა, რომ 5 პირმა ჩაიდინა გიორგის განზრახ მკვლელობა.

დღეს არსებული მტკიცებულებებით, ვფიქრობთ, რომ სრულად არის დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი ქმედება. სასამართლოში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს არ უნდა ქონდეს არანაირი სამართლებრივი პრობლემა, ვინაიდან მაღალი სტანდარტი, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული უკვე დაკმაყოფილებულია.

დაზარალებული ოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას და ოჯახი ბოლომდე თვალ-ყურს მიადევნებს აღნიშნულ პროცესებს, არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ შემდგომ სასჯელის მოხდის პერიოდშიც, რომ არ მოხდეს ვადამდე ადრე გათავისუფლება ან შეწყალება" - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი