დღეს ყველა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს იხსენებს. ეს ის დღეა სადაც ოპოზიცია, პოზიცია და საზოგადოება ერთიანია.
დაღუპულ გმირთა მემორიალებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ყვავილებით ამკობენ, საუბრობენ 12 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე, ომის შემდგომ პერიოდსა და დღევანდელ რეალობაზე, რომ საქართველოში ქვეყნის ოკუპაცია 12 წლის შემდეგაც გრძელდება და რომ რუსეთი ოკუპანტია.