პირველი რუსული ბომბი ნავსადგურის მე-7 ტერმინალზე ჩამოვარდა,რასაც კიდევ რამდენიმე საჰაერო იერიში და დაბომბვა მოჰყვა, საჰაერო თავდასხმის შემდეგ რუსული ტანკები ფოთში 11 აგვისტოს გამოჩნდნენ და ქალაქის შესასვლელ გასასვლელში, ასევე ზღვის სანაპიროზე სპეციალური ბლოკ - საგუშაგოები მოაწყვეს.
14 აგვისტოდან ის სამხედრო ტექნიკა რომლის ქალაქიდან გატანა ოკუპანტებმა ვერ მოახერხეს ადგილზე ააფეთქეს და დაწვეს მათ შორის საზღვაო თავდაცვისა და სანაპირო დაცვის ხომალდები და კატარღები.