აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო შენობებზე დროშები დაუშვეს

08 აგვისტო 2020, 00:07 1334 ნახვა

რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.

საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, 170 სამხედრო მოსამსახურე იყო.

ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი