ბათუმში აკუსტიკური ხმაურის გამო 9 მოქალაქე დააჯარიმეს - მუნიციპალური ინსპექცია

07 აგვისტო 2020, 14:18 3046 ნახვა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ადგილების შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ხაზობრივი ნაგებობების, გარე რეკლამისა და იერსახის მონიტრინგის დროს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 64 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

9 სამართალდარღვევის ოქმი დაიწერა., დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე.

აკუსტიკური ხმაურზე ერთ თვეში 34 შეტყობინება დაფიქსირდა, მათ შორის 9 პირი დაჯარიმდა.

''187 000 -მდე კვ.მ. ტერიტორია დეზინსექცია-დერატიზაციის ღონისძიებებითა და ქვეწარმავლების საწინააღმდეგო პრეპარატებით დამუშავდა. ხოლო ქუჩიდან აყვანილ 900 უპატრონო ცხოველს შესაბამისი ღონისძიება ჩაუტარდა; დაბირკული და უვნებელი ცხოველები კი კანონის შესაბამისად აყვანის ადგილს დაუბრუნდნენ. ქალაქი ათეულობით სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციისა და უსახური ჯიხურისაგან გაიწმინდა'' - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი