კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 1 იმპორტირებულია, 5 დადასტურებულ შემთხვევათა კონტაქტი, 1-ის წყარო ჯერჯერობით უცნობია. მარინა ეზუგბაიას თქმით, აგვისტოს თვეში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ახალ შემთხვევებზე მეტია.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1213 შემთხვევაა. რაც შეეხება აჭარას, ,,კოვიდ 19“-ის ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში არ დაფიქსირებულა. გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი.