ენმ აჭარის მთავრობას ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაში ადანაშაულებს

06 აგვისტო 2020, 15:00 1400 ნახვა

პარტიაში დღესვე კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა. ენმ აჭარის მთავრობას ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს.

გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ  მთავრობამ ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა, სადაც 160 ათას 700 ლარი ახალგაზრდების დასაქმების პროგრამაზე გაიწერა.

პარტიაში ვარაუდობენ, რომ წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდის პარტიულ აქტივს დაასაქმებენ. საკითხის შესწავლას კირთაძე არასამთავრობოებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციების სთხოვს. ჩვენ დავუკავშირდით აჭარის მთავრობას, უწყებაში ჯერ განმარტება არ გაკეთებულა. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი