ავტოსაგზაო შემთხვევა მახინჯაურში - დაშავდა სამი ადამიანი

06 აგვისტო 2020, 11:23 14897 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ მახინჯაურში. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მათ შორის ერთი ტაქსია. 

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაშავებული პაციენტები კლინიკა მედალფაში გადაიყვანეს. პირველადი ინფორმაციით, მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ. 

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. 

მახინჯაურის ცენტრალურ გზაზე ავტომობილების გადაადგილება შეფერხებული იყო. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში