სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში 15 სექტემბერს საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში დაიწყება, თუმცა ახლა მსჯელობის თემაა როგორი იქნება სასწავლო პროცესის სპეციფიკა, ანუ როგორ გადანაწილდებიან მოსწავლეები კლასებში, ისე რომ დაცული იყოს დისტანცია, აღსანიშნავია, რომ სკოლების ნაწილში ზოგიერთ კლასში 35 მოსწავლეც კია, ამიტომაც ახალმა რეგულაციებმა უნდა გადაჭრას ეს პრობლემა. სწორედ კოვიდ 19-ის საგანმანათლებლო სტანდარტის დადგენას ელოდებიან სკოლების ადმინისტრაციები. ერთ-ერთი სამუშაო ვერსიით განიხილება ცვლებში გადანაწილება, ასევე ზოგ შემთხვევაში დისტანციური მეთოდის გამოყენებაზეც არის საუბარი. თუმცა ჯერჯერობით არაფერია დაზუსტებული, ეპიდემილოგებთან ერთად განათლების სპეციალისტები მუშაობენ სკოლებში სამედიცინო პროტოკოლზე.