შაქარაშვილის საქმე - დღეს 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი გაიმართება

05 აგვისტო 2020, 10:57 1073 ნახვა

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს სასამართლო პროცესები განახლდება.  სასამართლოს წინაშე 6 დაკავებული არასრულწლოვანი წარსდგება.

დღეს მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს რა მტკიცებულებებს დატოვებს საქმეში, რადგან დაკავებულთა  ნაწილის ადვოკატი ითხოვს, რომ მოსამართლემ იმ ბრალდებულების ჩვენებები, რომლებმაც მათი თქმით ჩვენებები შეცვალეს დაუშვებლად ცნოს. 

დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი - მოითხოვს,  რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი