სამზადისი ბათუმში საგზაო მოძრაობის ახალი სქემისთვის

03 აგვისტო 2020, 12:04 2938 ნახვა

ბათუმში სექტემბრიდან ბას-ლაინები გაჩნდება. ავტობუსის მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლები ჭავჭავაძის, გორგილაძის და ბარათაშვილის ქუჩაზე, ტროტუარის გასწვრივ გაჩნდება და აქ მოძრაობის უფლება მხოლოდ მუნიციპალურ ავტობუსებს ექნება. სამივე ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება.

მოძრაობის მიმართულებები ცალმხრივად განისაზღვრება კიდევ რამდენიმე ქუჩის გარკვეულ მონაკვეთებზე, მაგალითად პუშკინის ქუჩაზე გადაადგილება გმირთა ხეივანიდან ცალმხრივი იქნება. ნახაზების გაკეთებას ბათუმის მერია მალე დაიწყებს.

ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურმა ტენდერი გამოაცხადა, გამარჯვებულმა ნახაზების და მონიშვნების გასაკეთებლად   621 687 ლარი უნდა დახარჯოს. მოქალაქეების ინფორმირების კამპანიის დაწყებას ორ კვირაში დაიწყებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი