ოთხ სოფელთან სრულყოფილი კავშირის აღდგენას ერთი თვე დასჭირდება - პრემიერი 

30 ივლისი 2020, 15:00 1444 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რაჭაში, სტიქიის ზონაში იმყოფება. გიორგი გახარიამ თქვა, რომ ოთხ სოფელთან - შოვთან, ღებთან, პატარა ღებთან და გლოვოსთან სრულყოფილი კავშირის აღდგენას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.  დაზიანებული მაგისტრალური გზა და წაღებულია ხიდები. 

გიორგი გახარიას განცხადებით აღნიშნული სოფლებიდან მოქალაქეებს ვერტმფრენებით გამოიყვანენ, ასევე მოხდება საჭირო პროდუქციით მომარაგებაც. 

რაც შეეხება ელექტროენერგიით მომარაგებას, პრემიერ ამბობს, რომ კარგი ამინდის პირობებში ის 7-10 დღეში აღდგება.

''რამდენიმე სახლი არის სერიოზულად დაზიანებული და საბოლოო ჯამში ზიანი არის სერიოზული. 12  სოფელი იყო გარესამყაროს მოწყვეტილი. დღეის მდგომარეობით 4 სოფელთან  დროებითი კავშირი აღდგენილია. ორშაბათამდე კიდევ ორი დაემატება. რაც შეეხება ​სოფლებს: ღები, პატარა ღები, შოვი და გლოვო, აქ როგორც ჩანს გზა იმდენად არის დაზიანებული, რომ ამ სოფლებთან სრულყოფილი კავშირის აღდგენას მინიმუმ ერთი თვე დასჭირდება. 

ვესაუბრეთ ენერგო პრო ჯორჯიას წარმომადგენლებსაც. ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ერთ კვირაში აღდგეს ელექტრომომარაგება.  ვერტმფრენებით დაიწყება ამ სოფლებთან კავშირი, ვისაც ექნება აუცილებლობა ჩვენ გამოვიყვანთ.  ორგანიზებულად მოხდება ამ სოფლების მომარაგება საჭირო ინვენტარით. 

აღნიშნულ ოთხს სოფელში მაგისტრალურ გზაზე  სერიოზული ჩამონგრევებია. ასეთი სამი სექტორია. ასევე 4 ხიდია სრულად აღსადგენი. მხოლოდ გზების აღდგენა 30 მილიონ ლარს საჭიროებს. საერთო ჯამში სტიქიის შედეგების აღმოფხვრას 50 00 მილიონ ლარამდე დასჭირდება.

სტიქიით დაზარალებული სოფლების მომარაგებაში პრობლემა არ შეიქმნება, პასუხს აგებენ გუბერნიაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც'' - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

გიორგი გახარია აცხადებს, რომ რაჭაში რამდენიმე ოჯახი რისკის ზონაში ცხოვრობს და შესაძლოა მათი გასახლება გახდეს საჭირო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი