ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე

24 ივლისი 2020, 19:26 1300 ნახვა

თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა სუიციდის ვერსიას გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ შესაძლებელია, ის თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.

მისივე თქმით, თვითმკვლელობამდე მიყვანის მიზეზი შეიძლება იყოს მუქარა, ძალადობა ან ზეწოლა. მისივე განცხადებით, ის ფაქტი, რომ გოგონას ფსიქოლოგი ჰყავდა, ბევრს არაფერს ნიშნავს. ოჯახი ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს, როგორც აფთიაქში შესვლასა და რაიმე მედიკამენტის ყიდვაში.დღეს პარალელურად ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ „ზეგი“  სადაც გარდაცვლილი მუშაობდა ადვოკატი აიყვანა, ობიექტი კი ამ დროისთვის დალუქულია.

 შეგახსენებთ, ოჯახის ერთ ერთი ვერსიით შესაძლოა ფაქტი თამარის სამსახურს უკავშირდებოდეს. რაც შეხება ინფორმაციას, თითქოს თამარი მეორე სამსახურში მუშაობდა, ჩვენ მივწერეთ ამ კომპანიას ამერიკაში, საიდანაც მოგვივიდა პასუხი, რომ ბაჩალიაშვილმა ეს სამსახური თებერვალში დატოვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი