შსს-სთან აქციაზე დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

23 ივლისი 2020, 10:36 1738 ნახვა

შსს-სთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ერთ-ერთი დაკავებულის ზვიად კუპრავას თქმით, მხოლოდ იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ სასამართლოში დაბარებისთანავე გამოცხადდებიან. მისივე თქმით, მასთან ერთად გათავისუფლებული არიან ლაშა ცუცქირიძე და ოთო შენგელია. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამი დემონსტრანტი ადმინისტრაციული წესით გუშინ ღამით დააკავეს.   

აქციაზე აქტივისტები საავტომობილო გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რათა პერფორმანსი მოეწყოთ, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოყვა. 

მოძრაობა „სირცხვილიას“, „შეცვალესა“ და „დემოკრატიული მომავლისათვის“ წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს. ისინი თამარ ბაჩალიაშვილის, ლუკა სირაძისა და გიორგი შაქარაშვილის საქმეების ობიექტურად გამოძიებას მოითხოვდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი