აჭარაში მომდევნო ორი დღე უნალექო ამინდი იქნება

22 ივლისი 2020, 13:33 1425 ნახვა

დღის მეორე ნახევრიდან აჭარაში გამოიდარებს, ხვალ და ზეგ უნალექო ამინდი იქნება და ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს.

მზიანი ამინდის ფონზე 23-24 ივლისს ტემპერატურა სანაპირო კურორტებზე +28, +30, მთაში +16, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

დღეს ზღვაში ბანაობა აკრძალულია, ხვალიდან კი ზღვა იქნება მშვიდი ღელვა 1 ბალი.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში