ხელვაჩაურში სასაკლაო გაიხსნება

05 ოქტომბერი 2016, 00:00 2542 ნახვა

უახლოეს პერიოდში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტიპის სასაკლაო მეურნეობა და ხორცის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება. კომპლექსში, რომელიც აჭარაში ყველაზე მსხვილია, თანამედროვე ტიპის დანადგარებთან ერთად მეცხოველეობის  ფერმა და 150 ტონის ტევადობის სამაცივრე მეურნეობაც არის განთავსებული. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ხულოში თანამედროვე, ვეტერინარული კლინიკაც გაიხსნება. 

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში